რატომ უცხადებს მხარდაჭერას, ნათია თოდუა სალომე ზურაბიშვილს?

Video not found

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილმა მომღერალმა, გერმანული Voice-ის გამარჯვებულმა ნათია თოდუამ საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად ენგურზე მივიდა.

„დღეს, როდესაც ქალბატონ სალომეს პირადად შევხვდი და მან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე – აფხაზეთზე დაიწყო საუბარი. მინდოდა, მისთვის გამეზიარებინა ყველა ის გამოცდილება, წუხილი, დარდი, სევდა და იმედი, რაც ოკუპირებულ რეგიონთან მაკავშირებს. მიხარია, რომ ქალბატონ სალომეს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის თემაზე და ასე მოეწონა სიმღერა აფხაზეთზე –„ფრთამოტეხილი მაფშალია“. მისი დამოკიდებულება და იმედები, რაც აფხაზეთში მყოფ ხალხზე და აფხაზეთზე არის, მე ვფიქრობ, უნდა გსიამოვნებდეს ადამიანს და თუ შეგიძლია ხელი უნდა შეუწყო მას. ჩემი აქ ყოფნით, მცირედი არის ის, რაც შემიძლია გავაკეთო იმ ტერიტორიისთვის, საიდანაც მოვდივარ, რასთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, სიყვარულით და მშვიდობიანი თანადგომით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ძალა ერთობაშია და სიყვარულშია“, – განაცხადა ნათია თოდუამ.

ფრთამოტეხილი მაფშალია

წყარო http://www.accentnews.ge