სალომე ზურაბიშვილი პატრიარქმა დალოცა

ღეს საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. ილია მეორემ კანდიდატი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დალოცა.

შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას ზურაბიშვილი Facebook-ის  და Instagram-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, – „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.