კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%.
კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა და წარმოდგენილი მაჩვენებელი პირველად შედეგებს შეადგენს.
მონაცემები 17:00 საათის მაჩვენებელია.