გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე არგენტინაში რუსეთის პრეზიდენტთან ქერჩის სრუტეში უკრაინის უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს.
„თუკი შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, მოლდოვაში – დნესტრისპირეთი, აზერბაიჯანსა და სომხეთში – მთიანი ყარაბაღი, უკრაინაში- აღმოსავლეთ რეგიონები. არსებობს ქვეყნების სარტყელი, რომლებიც ვერ ახერხებენ ისე განვითარებას, როგორც სურთ. ჩვენ, გერმანელები, ვერ დავხუჭავთ თვალს ამაზე“, – დასძინა კანცლერმა.