“ამდენი წელი ამერიკაში იცხოვრე და სოფელში რა გინდაო?!” – ქართველი ემიგრანტის ისტორია,

ამ ზა­ფხულს აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ­ სე­ფი­ეთ­ში მო­მი­წია წას­ვლამ, V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია­ უნდა მე­ნა­ხა. იქ მის­ვლამ­დე უამ­რავ ცა­რი­ელ სახ­ლს ჩა­ვუ­ა­რეთ, თუმ­ცა ერთი გამო­ნაკ­ლი­სიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე – ახალ­გაზ­რდა ემიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის, რომ ბა­ბუ­ის სახ­ლი აღად­გი­ნოს…

“ამ კაც­მა ჩაგ­ვი­სა­ხა პა­ტა­რა იმე­დი, რომ სოფ­ელი არ და­იც­ლე­ბა და ვი­ღაც ხვალ-ზეგ მა­ინც და­ფიქ­რდე­ბა, რომ წარ­სუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია”, – მე­უბ­ნე­ბა ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი­მა­მა ან­დრია მე­ლია.

Ambebi.ge ქარ­თველ ემიგრ­ანტს, გო­დერ­ძი გა­ბუ­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და:

– 2005 წელს წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში, ფლო­რი­დის შტატ­ში. ჩემი თა­ო­ბის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სთვის “ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა” ბევ­რს ნიშ­ნავ­და… დამ­კვიდ­რე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან მა­ნამ­დე იქ ჩემი მე­გო­ბა­რი წა­ვი­და ოჯახ­თან ერ­თად და სამ­სა­ხუ­რი­სა­ და ბი­ნის სა­კი­თხი წი­ნას­წარ მო­მიგ­ვა­რა. მოკ­ლედ, ფლო­რი­დის პა­ტა­რა საპო­რტო ქა­ლაქ ტამ­ბა-ბე­ი­ში დავ­სახ­ლდი, მაგ­რამ ტე­ნი­ა­ნი ჰავა იმ­დე­ნად­ საგ­რძნო­ბი იყო, მი­წას ბუღი ას­დი­ო­და და მე­გო­ნა, დარ­ჩე­ნას ვე­ღარ შევ­ძლებ­დი. შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან გამი­ჭირ­და, რა­საც­ ნოს­ტალ­გია და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბაც ემა­ტე­ბო­და… მერე ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ენას მეტ-ნაკ­ლე­ბად ვფლობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ა­ში­ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა იმდ­ენად მძი­მე საქ­მე იყო, სხვა სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა და­ვი­წყე…

ტამ­ბა-ბეი მშვი­დი სა­კუ­რორ­ტო ზო­ნაა­. ქა­ლაქ­ში ბევ­რი სას­ტუმ­როა და ერთ-ერ­თში­ დავ­საქმდი. აე­რო­პორ­ტის ტე­რიტ­ორი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, პირ­ვე­ლი­ ვი­ყა­ვი, ვინც ვი­ზი­ტო­რებს იღებ­და და აბი­ნა­ვებ­და. სტუმ­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის პარ­კი­რე­ბა, და­ბი­ნა­ვე­ბა, ბარ­გის შე­ნახ­ვა­ და სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი მე­ვა­ლე­ბო­და. სირ­თუ­ლე ის იყო, რომ ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და რად­გან ენას კარ­გად­ ვერ ვფლობ­დი, ცუდი ინ­გლის­უ­რით მო­ლა­პა­რა­კე­თა სა­უ­ბარს ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით ვი­გებ­დი. ხში­რად გვსტუმ­რობ­დნენ ლა­თი­ნე­ლა­მე­რი­კე­ლე­ბი და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნუ­რიც ავით­ვი­სე. ჩემი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში სას­ტუმ­რო­ში რუ­სუ­ლად მხოლ­ოდ მე ვსა­უბ­რობ­დი, პოსტსაბ­ჭო­თა­ სივ­რცი­დან კი ბევ­რი სტუ­მა­რი გვყავ­და. შე­იძ­ლე­ბა­ ით­ქვას, გა­მი­მარ­თლა, რად­გან მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ მი­ჭირ­და, ეს კი ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის პლუ­სი იყო.

ჩვენს სას­ტუმ­როს ფლო­რი­დის შტატ­ში­ რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლი ჰქონ­და და რო­დე­საც­ ხალ­ხმრა­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და, სტუმ­რებს სხვა ქა­ლა­ქე­ბის – ორ­ლან­დოს, ჯექ­სონ­ვი­ლი­სა და მა­ი­ა­მის სას­ტუმ­რო­ებ­ში­ ანა­წი­ლებ­დნენ. ჩვენც თან მივ­ყავ­დით.­ ვი­ზი­ტო­რე­ბი მა­ღა­ლი კლა­სის მომ­სა­ხუ­რე­ბას ითხოვ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად გვქონ­და ტრე­ნინ­გე­ბი, გა­დამ­ზა­დე­ბა… ერთი სი­ტყვით, შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე იყო. თუმ­ცა იქ მუ­შა­ო­ბამ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე ენა, მათ შო­რის, გერ­მა­ნუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი მეს­წავ­ლა და ინ­გლი­სუ­რი უფრო გან­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა… ამე­რი­კა არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც­ ყვე­ლას შე­უძ­ლია უკე­თე­სი მო­მავ­ლის­ შექ­მ­ნა და რაც მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს,­ უფრო და­ფა­სე­ბუ­ლი ხარ, ეს ანა­ზღა­ურე­ბა­ზეც აის­ახე­ბა… კი­დევ ერთი, რაც თვალ­ში სა­ცე­მია, ის არის, რომ ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში­ შეუძ­ლია ახა­ლი პროფ­ესი­ის დაუფ­ლება და ეს უხერ­ხუ­ლო­ბას არა­ვის უქ­მნის. მა­გა­ლი­თად, 50-60 წლის სტუ­დენ­ტე­ბი იქ არა­ვის უკ­ვირს…

იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სას­ტუმ­რო­ში­ ქორ­წი­ლებ­საც იხ­დიდ­ნენ, თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით. მახ­სოვს ინდ­ოე­ლე­ბის ქორ­წი­ლი – მათი ტრა­დი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­ტუმ­რო­ში სპი­ლოს მოყ­ვა­ნა მო­ინ­დო­მეს, რათა მას­ზე ამ­ხედ­რე­ბულ­ სა­სი­ძოს სა­პა­ტიო წრე და­ერ­ტყა. ამის უფ­ლე­ბა სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ მის­ცა და ინ­დო­ე­ლე­ბი აღ­შფოთ­დნენ, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი­თო და იმ­ხე­ლა სპი­ლო მო­იყ­ვა­ნეს, ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­და­ი­რია, პა­ტა­რა მა­ინც მო­გეყ­ვა­ნა­თო… მოკ­ლედ, კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა და ბო­ლოს სიძე ცხე­ნით შე­მო­ვი­და, სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლი, ფო­თო­ლი და ფული და­ყა­რეს. ფუ­ლის შემგრო­ვე­ბე­ლი ცალ­კე ჰყავ­დათ, ყვა­ვი­ლე­ბი კი და­ტო­ვეს.

– ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში რო­დის წახ­ვე­დით?

– ჩემი ნაც­ნო­ბი ქარ­თვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გა­და­ვე­დი. პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ამ ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. რაც მთა­ვა­რია, კლი­მა­ტი ძა­ლი­ან ჰგავს ჩვენ­სას, თუმ­ცა უფრო მკაც­რი ზამ­თა­რი იცის. ფლო­რი­და­ში 10 წელი მუდ­მი­ვად ზა­ფხულ­ში ვი­ცხოვ­რე და თოვ­ლი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და. ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში­ თით­ქოს ნატ­ვრა ამის­რულ­და, იმა­ვე წელს დიდი თოვ­ლი მო­ვი­და. ეს არის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი, ცხოვ­რე­ბის სწრა­ფი ტემ­პი­თა და უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი ემიგ­რან­ტით, სა­დაც თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა არა­ვის აქვს. იქ სრუ­ლი­ად სხვა ამე­რი­კა დამ­ხვდა, მაგ­რამ უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს და ამი­ტო­მაც უფრო მემ­შობ­ლი­უ­რე­ბა… ფლო­რი­დაში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი­ არ იყო, მე კი ყველ­აფე­რი მშობ­ლი­უ­რი ისე მე­ნატ­რე­ბო­და, დავ­ფიქ­რდი, ხომ არ გავ­ხსნა-მეთ­ქი, მით უფრო, რომ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა კარ­გად გა­მომ­დის. უკვე მე­სა­მე წე­ლია ფი­ლა­დელ­ფი­ის სწრა­ფი ტემ­პით ვცხოვ­რობ.

– თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოც არ დაგ­ვი­წყე­ბია…

– სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს დამ­ვი­წყე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დი… დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ქარ­თველ ემიგ­რანტს უნდა დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ზოგი ახერ­ხებს, ზოგი ვერა… ჩემი ამე­რი­კა­ში წას­ვლის მო­ტი­ვი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა იყო, მაგ­რამ ახლა ერთი სული მაქვს, წლი­დან წლამ­დე დრო სწრა­ფად გა­ვი­დეს, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვი­დე და და­წყე­ბულ საქ­მეს რამე შევ­მა­ტო.

ბა­ბუ­ა­სე­უ­ლი სახ­ლი სე­ფი­ეთ­ში მაქვს. ბავ­შვო­ბა იქ გა­ვა­ტა­რე და ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. რო­დე­საც ბა­ბუ­ის კარ-მი­და­მოს გა­მარ­თვა და­ვი­წყე, იქა­უ­რებს უკ­ვირ­დათ, აქე­დან თბი­ლის­ში გარ­ბი­ან, შენ კი ამ­დე­ნი წელი ამე­რი­კა­ში იცხოვ­რე და სო­ფელ­ში რა გინ­დაო?! თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ხე­ლით გა­ვა­კე­თე, ეს კი იმ სა­ო­ცარ ენერ­გი­ას მაძ­ლევს, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში მიმყვე­ბა. 13 წელ­ზე მე­ტია ემიგ­რა­ცი­ა­ში ვარ და ზუს­ტად ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნა ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს. ამე­რი­კა­ სა­ო­ცა­რი სა­ხელ­მწი­ფოა, მაგ­რამ მე სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია, სხვა­გან ბედ­ნი­ე­რი ვერ ვიქ­ნე­ბი.

მა­მა­ჩე­მის ოც­ნე­ბა იყო, სო­ფელ­ში სახ­ლი გვქო­ნო­და და როცა მოგ­ვინ­დე­ბო­და, ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. თით­ქმის თა­ვი­დან და­ვი­წყე ყვე­ლა­ფე­რი. ჯერ სახ­ლის რეს­ტავ­რა­ცი­ას ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ სახ­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის იყო და ხვალ-ზეგ მა­ინც და­ინ­გრე­ო­და. რად­გან ბა­ბუ­ას აშე­ნე­ბუ­ლი იყო, მისი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ძირ­კვე­ლი შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნე და მას­ზე­ ახა­ლი ავა­შე­ნე. სო­ფე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი და უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბიც ისე მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რო­გორც შე­ეძ­ლოთ. ეზო­ში რამ­დე­ნი­მე ძირი ნერ­გი დავრგე, ახ­ლო­ბელ­მა ბიჭ­მა გა­მო­ი­ა­რა და მთხო­ვა, ერთ ცალს მე დავ­რგავ, მინ­და ყვე­ლა გავ­ლა-გა­მოვ­ლა­ზე ვუ­ყუ­რებ­დე, რო­გორ იზ­რდე­ბაო.

წელს ჩემი წი­ნაპ­რე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში­ არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა-გა­და­ფორ­მე­ბა­საც შე­ვე­ჭი­დე, რო­მე­ლიც პრო­ცე­დუ­რუ­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა – პრო­ცე­სი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან.

– თქვენს სო­ფელ­ში უამ­რა­ვი და­კე­ტი­ლი სახ­ლი ვნა­ხე. ეს, ალ­ბათ, ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია…

– დიახ, ჩემი სოფ­ლი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, რისი მი­ზე­ზიც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. ხალ­ხს უჭირს და ცდი­ლობს, გა­დარ­ჩეს. თუმ­ცა მა­ინც მგო­ნია­, რომ არაფ­რის გამო არ ღირს ფუ­ძის და­ვი­წყე­ბა. ეს ხალ­ხიც, ადრე თუ გვი­ან, თა­ვის კე­რას და­უბ­რუნ­დე­ბა.

– სო­ფელ­ში გაქვთ მე-5 სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სია, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­სუ­ლით.

– სე­ფი­ე­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია ქვი­თა და აგუ­რით­ ნა­შე­ნი სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კაა. ამ ეკ­ლე­სი­ა­ზე ბევ­რი რამ უც­ნო­ბია. კარ­გია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირი ტა­ძარ­ზე ზრუ­ნავს და ცდი­ლობს ყვე­ლას, ვი­საც მისი აღ­დგე­ნა და შეს­წავ­ლა ხე­ლე­წი­ფე­ბა, ხმა მი­აწ­ვდი­ნოს. ვიცი, რომ სა­სი­კე­თო ძვრე­ბიც და­ი­წყო.

– დე­დუ­ლეთ­შიც გაქვთ სო­ფე­ლი და რო­გორც ვიცი, გეგ­მაც შედ­გე­ნი­ლი გქო­ნი­ათ…

– ყვე­ლა­ნი ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ და ის წლე­ბი, გა­რე­მო, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გიყ­ვარ­დეს. ყო­ველ­თვის მინ­დო­და მი­წას­თან ახლო კავ­ში­რი მქო­ნო­და. დე­დუ­ლე­თი, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ორუ­ლუ­ში მაქვს. რო­გორც კი შან­სი მო­მე­ცა, 1 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დე და თხი­ლი ჩავ­ყა­რე. ისიც სა­მო­სახ­ლოდ მინ­და, პა­ტა­რა სახ­ლის აშე­ნე­ბას ვგეგ­მავ, ამას­თან, ყო­ველ­თვის მინ­დო­და თევ­ზი მო­მე­შე­ნე­ბი­ნა და ამ საქ­მე­საც მო­ვა­ბი თავი.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ავის­რუ­ლე… კი­დევ მაქვს გეგ­მე­ბი…

წყარო ამბები