ერაყის ხელისუფლებამ შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა

ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა.

„ერაყის მთავრობა შობას ოფიციალურ დღესასწაულად აცხადებს. ბედნიერ შობას ვუსურვებ ჩვენს ქრისტიან მოქალაქეებს და ყველას მსოფლიოში, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს“, – ნათქვამია ერაყის მთავრობის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამჟამად ერაყში დაახლოებით 300 ათასი ქრისტიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს ერაყში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციამდე ქვეყანაში დაახლოებით 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 95% მუსლიმია.