აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – აშშ განაგრძობს ხისტი სასანქციო პოლიტიკის გატარებას რუსეთთან მიმართებაში

აშშ განაგრძობს ხისტი სასანქციო პოლიტიკის გატარებას რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა.

„აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია უფრო ხისტია რუსეთთან მიმართებაში და უფრო მეტი სანქციები შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე წინა ადმინისტრაციებმა და გააგრძელებს ამ პოლიტიკას“, – განაცხადა სტივენ მნუჩინმა.

მისივე თქმით, „აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა ეფექტური სასანქციო პროგრამები შექმნას“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 აპრილს აშშ-მა სანქციები შემოიღო რუსეთის რიგი ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. მათ შორის იყოს ოლეგ დერიპასკა და მასთან დაკავშირებული კომპანიები „რუსალი“, „En+“ და ა.შ.