აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას, რომელიც შეიარაღებულ ძალებში “LGBT”-ის მსახურობას ზღუდავს

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას, რომელიც ზღუდავს შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების მსახურობას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ხოლო ოთხი კი წინააღმდეგ წავიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, აშშ-ში მამაკაცები და ქალები შეიარაღებულ ძალებში მსახურობას ვერ გაივლიან თუ მათი დარეგისტრირებული სქესი განსხვავდება იმ სქესისგან, რომელიც დაბადებისას იყო დადგენილი.

აქამდე ქვედა ინსტანციის სასამართლოები აშშ-ს თავდაცვის უწყებას არ აძლევდნენ აღნიშნული ინიციატივის განხორციელების საშუალებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო. „დემოკრატები“ მას ამის გამო დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.