ჯორჯ სოროსი – აშშ-სა და ჩინეთს შორის ომის საშიშროების შესახებ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ცივი ომი შესაძლოა ცხელ ომში გადაიზარდოს, – ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა.

„რეალობა ის არის, რომ ჩვენ, აშშ და ჩინეთი, ცივი ომის მდგომარეობაში ვართ, რომელიც შესაძლოა ცხელ ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ჩინეთთან მიმართებაში ეფექტური პოლიტიკის ერთი ლოზუნგით განსაზღვრა არ შეიძლება. ეს პოლიტიკა უფრო კომპლექსური, დეტალური და პრაქტიკული უნდა იყოს“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან მიმართებაში პოლიტიკის გამო, რომელიც, მისი აზრით, არასაკმარისად ხისტია.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი სხვა კურსით მიდის. ჩინეთს უთმობს და გამარჯვებას აცხადებს, ხოლო ამავდროულად აშშ-ს მოკავშირეებს ესხმის თავს. ეს ძირს უთხრის ამერიკის პოლიტიკის მიზნების მიღწევას, რომლის მიზანია ჩინეთის თვითნებობის შეზღუდვა“, – დასძინა სოროსმა.