აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი-რუსეთი შეეცდება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს, რისთვისაც სოციალურ ქსელებს გამოიყენებს.

ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის დენ ქოუთსის განცხადებით, რუსეთი შეეცდება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს, რისთვისაც სოციალურ ქსელებს გამოიყენებს.

„ჩვენი მოწინააღმდეგეები და სტრატეგიული კონკურენტები, შესაძლოა, უკვე უყურებენ 2020 წლის არჩევნებს როგორც შესაძლებლობას საკუთარი ინტერესების წინ წასაწევად“, – აღნიშნავს ქოუთსი. მისი თქმით, ამერიკის მოწინააღმდეგეები და კონკურენტები თითქმის, ზუსტად ჩაატარებენ ოპერაციებს ონლაინსივრცეში გავლენისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების დასასუსტებლად, აშშ-ის პარტნიორობისა და კავშირების გასაწყვეტად.

„რუსეთი სოციალურ ქსელებში გააგრძელებს ძალისხმევას სოციალური და რასობრივი მდგომარეობის გასაუარესებლად, ხელისუფლებისადმი ნდობის შერყევას, ასევე იმ პოლიტიკოსების გაკრიტიკებას, რომლებიც აღიქმებიან რუსეთის მოწინააღმდეგეებად“, – განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.