რესპუბლიკელი კონგრესმენი-საქართველო სწორ გზაზეა. ახლა ამერიკის დროა, რომ მხარდაჭერა ვაჩვენოთ”

ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება, – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს. როგორც ჰანტერი ამბობს, „საქართველო სწორ გზაზეა“.

„ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება და რომელიც განასახიერებს თავისუფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენს ღირებულებებთანაა თანხვედრაში… ჩვენ ერთი რამის გვჯერა და ეს გვაერთიანებს… საქართველო სწორ გზაზეა. ახლა ამერიკის დროა, რომ მხარდაჭერა ვაჩვენოთ და საქართველოს დავეხმაროთ. ჩვენ ამას კონგრესში ვაკეთებთ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს და სხვა თავისუფალ ქვეყნებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ყველა შესაძლო გზით“ , – ამბობს დუნკან ჰანტერი.