კუბაში ამომრჩევლების 73.3% რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას. ამის შესახებ ინფორმაციას კუბის ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალინა ბალსეირო ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, კონსტიტუციას მხარი დაუჭირა 6 მილიონ 816 ათასმა ამომრჩეველმა, წინააღმდეგ კი 706 000 ამომრჩეველი წავიდა. რეფერენდუმის აქტივობამ 84.4% შეადგინა“, – განაცხადა მან.
რეფერენდუმზე ერთი კითხვა იყო გამოტანილი: „მოახდენთ თუ არა ახალი კონსტიტუციის რატიფიცირებას?“.
რეფერენდუმზე გამოტანილი დებულებები ძალაში შედის, თუ მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (50% + 1 ხმა).
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, კუბაში მოხდება კერძო საკუთრების ნაწილობრივი აღიარება და უარის თქმა კომუნიზმის მშენებლობაზე, ასევე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობების შემოღება, ორი ხუთლწიანი ვადით პრეზიდენტობის შეზღუდვა. თუმცა, ახალ კონსტიტუციაში უცვლელი დარჩება სახელმწიფოს სოციალისტური ხასიათი და საზოგადოების ცხოვრებაში კომუნისტური პარტიის წამყვანი როლი.