საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

მერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ “დორენასთან” დაკავშირებით მიმართავს.

“დიასპორის საყურადღებოდ: მე-4 კატეგორიის ქარიშხალი “დორენა” უახლოვდება ფლორიდის შტატს სავარაუდოდ, 1-2 სექტემბერის პერიოდში ძლიერი წვიმებითა და ქარით. მოქალაქეებს ვურჩევთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. ქარიშხალთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.nhc.noaa.gov. ასევე, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე +1 (202) 247-8498″,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.