დღეს აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში საქართველოს შეიარაღებული ძალების ექვსმა დაჭრილმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. ქართველი მონაწილეებიდან პირველმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა მარათონის ფინიში, რომელიც ითვალისწინებდა 42 კმ. დისტანციის დაფარვას არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე. ღონისძიება მხარდაჭერილია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,Allied Forces Foundation”-ის მიერ. სამხედროები ასევე საელჩოს ეწვივნენ და შეხვდნენ ელჩს დავით ბაქრაძეს.