დ. ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა რეზოლუციით დაამტკიცდა

შშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის წესები რეზოლუციით დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას „დემოკრატები“ შეადგენენ, 232 ხმით 196-ის წინააღმდეგ, განსაზღვრა წესები, რომლებიც საჯარო მოსმენების დროს იმოქმებდებს.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და პროცესს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ “დემოკრატებმა” პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის საფუძველი გახდა 25 ივლისს დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის მისი პოლიტიკური ოპონენტის – ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.