გიგა ჭი­კა­ძე-“GIGAKICK” MMA-ის მსოფლიო ჩემპიონი აშშ-ში

31 წლის გიგა ჭი­კა­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნია, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს იცავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელს. მისი სპორ­ტუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა კი­ო­კუ­შინ კა­რა­ტე­თი და­ი­წყო და ჰო­ლან­დი­ა­ში კი­კბოქ­სე­რის კა­რი­ე­რით გაგ­რძელ­და, რის შემ­დე­გაც გიგა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა – UFC-ში (აბ­სო­ლუ­ტუ­რი საბ­რძო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი) ას­პა­რე­ზობს.

ჭი­კა­ძე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია შე­რე­ულ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბებ­ში. გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა სის­წრა­ფით და უზუს­ტე­სი დარ­ტყმე­ბით. მის ერთ-ერთ ტაქ­ტი­კას სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა GigaKick უწო­დეს. ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა ჩხუ­ბის სა­კუ­თარ სტილ­ზე სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა:

“თა­ვი­დან მძი­მე დარ­ტყმე­ბით ვი­წყებ, შემ­დეგ კი ტემპს ვცვლი. მე­ტო­ქეს ზედა ნა­წილ­ში დარ­ტყმას ვუჩ­ვე­ნებ, მაგ­რამ ღვიძ­ლში ვურ­ტყამ. რო­დე­საც ღვიძლს ვე­ხე­ბი, ის ბუშტს ემ­სგავ­სე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დარ­ტყმაა და მას GigaKick ჰქვია. ამ დარ­ტყმით ბრძო­ლა მთავ­რდე­ბა”.

რო­გორც გიგა იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლად 5 წლის ასაკ­ში მა­მას­თან ერ­თად უყუ­რა UFC-ის და მას შემ­დეგ უნ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა აბ­სო­ლუ­ტურ საბ­რძო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ში.

MMA-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ამ­ბობს, რომ ბრძო­ლის ეს ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ადრე “ქუ­ჩურ ჩხუბს” ადა­რებ­დნენ, “21-ე სა­უ­კუ­ნის გლა­დი­ა­ტო­რე­ბის” ბრძო­ლას ჰგავს.