დონალდ ტრამპის მუქარა – ეს თუ განხორციელდება, ირანი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ან მისი მომხრეები ერაყში ამერიკულ ძალებზე ან ობიექტებზე თავდასხმას ამზადებენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ირანი ან მის მიერ მხარდაჭერილი ძალები გეგმავენ ერაყში აშშ-ს ძალებზე და/ან აქტივებზე თავდასხმას. თუკი ეს განხორციელდება, ირანი ამისთვის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის!“ – წერს დონალდ ტრამპი.