ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მეუფე საბა სოციალურ ქსელში თავად წერს და სამედიცინო ლაბორატორიის პასუხის დოკუმენტსაც აქვეყნებს.
„მე არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მადლობა ღმერთს, თუმცა, მომავალში ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მოვდუნდე, არ გავითვალისწინო მომავალში ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული”, – აცხადებს მეუფე საბა.
შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსმა კორონავირუსზე ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაიტარამ რადგან დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.
ამის გამო, ეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ წირვის ჩატარებისგან თავიც შეიკავა.