აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1 417 ადამიანი დაიღუპა და 24 859 – დაინფიცირდა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 417 ადამიანი დაიღუპა და 24 859 – დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 784 599-ს მიაღწია, რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, სულ დაღუპულია 42 138 ადამიანი.

ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია, გარდაცვლილია 170 000-ზე მეტი ადამიანი.