ამერიკის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი კორონავირუსი არ არის ხელოვნურად შექმნილი, ან გენეტიკურად მოდიფიცირებული. თუმცა, მათი თქმით, ჯერ კიდევ სწავლობენ პანდემიურ კვალს დაინფიცირებული ცხოველებიდან, ასევე იმას, ხომ არ უკავშირდება ეს ჩინეთის ლაბორატორიაში მომხდარ ინციდენტს. ამის შესახებ „ესოშიეითედ პრესი“ იუწყება.
„სადაზვერვო სამსახური ყველა შემომავალი ინფორმაციის დეტალურ შესწავლას განაგრძობს, რათა განსაზღვროს, დაიწყო თუ არა ინფექციის გავრცელება დაინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტით, თუ ეს იყო უხანის ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ არაერთხელ უსაყვედურეს ჩინეთს არასაკმარისად გამჭვირვალობის გამო ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით.
პომპეომ მრავალჯერ მოუწოდა, ჩინეთს ეცნობებინა, ხომ არ არის ვირუსი წამოსული უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან.