აშშ-ში, მინეაპოლისში, პოლიციის მიერ დაკავებული CNN-ის ჟურნალისტი განთავისუფლებულია. ვიდეო

აშშ-ში, მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „სიენენის“ ჟურნალისტი ომარ ხიმენესი, პოლიციამ პირდაპირ ეთერში დააკავა. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ხიმენესმა ნათლად განუმარტა სამართალდამცველებს მისი ვინაობა, რომ ის ჟურნალისტი იყო. დაკავებულები იყვნენ მასთან ერთად მყოფი ოპერატორი და პროდიუსერი. ჟურნალისტი გაანთავისიფლეს დაკავებიდან ერთი საათის შემდეგ.

შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. 46 წლის ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

https://www.facebook.com/newsnercom/videos/2623935634516701/