რომის პაპი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას შესახებ…

რომის პაპი ფრანცისკე ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას ტრაგიკულ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ რასიზმი ცოდვაა.

„ძვირფასო ამერიკელო დებო და ძმებო, დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს არეულობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ხდება. ჩემო მეგობრები, დაუშვებელია, შევეგუოთ და თვალი დავხუჭოთ რასიზმსა და გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილი ძალადობა თვითგანადგურება და თვითდამარცხებაა.

„ძალადობას არაფერი მოაქვს, თუმცა ბევრი რამის დაკარგვა შეუძლია,“ – განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ ის ლოცულობს ჯორჯ ფლოიდისა და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც „რასიზმის ცოდვას“ შეეწირა.