ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში, ამერიკის კონფედერაციული შტატების არმიის გენერლის, ედვარდ ლის ქანდაკება აიღეს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
გუბერნატორ რალფ ნორტჰემის განცხადებით, ქანდაკების აღება ეროვნული პროტესტის შედეგია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
მემორიალის აღება 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პროცესი რიჩმონდის მაცხოვრებლების პროტესტისა და წინააღმდეგობის შედეგად, მათ მიერ შეტანილი ორი სარჩელის ფონზე შეფერხდა.
გასულ კვირას ვირჯინიის უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი და ქანდაკების გაუქმების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, თუ ვინ ვართ ჩვენ და რას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო“, – ასე შეაფასა გუბერნატორმა რალფ ნორტჰემმა აღნიშნული გადაწყვეტილება.
რობერტ ედვარდ ლი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კონფედერაციული შტატების არმიის წამყვანი გენერალი იყო, რომელიც მონობას უჭერდა მხარს. მას მიაჩნდა, რომ მონობა არა თეთრკანიანებისთვის, არამედ სწორედ ფერადკანიანებისთვის იყო კარგი.