აშშ-ში რუსული Sputnik V-ით აცრილი ადამიანები, სავარაუდოდ, არ დაიშვებიან

ახალი სამოგზაურო წესების მიხედვით, რომლის შესახებაც აშშ-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რუსული ვაქცინით აცრილი ადამიანები ქვეყანაში სავარაუდოდ არ დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

აშშ-ს ახალი რეგულაციის მიხედვით, ნოემბრიდან ქვეყანაში მხოლოდ ის ადამიანები დაიშვებიან, რომლებიც აშშ-ის მედიკამენტების სააგენტოს ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით არიან აცრილები. ,,ფაიზერი“ , ,,მოდერნა“ , ჩინური ,,სინოფარმი“ და ,,სინოვაკი“ – თუკი პირებს ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ვაქცინის ორი დოზა ექნებათ გაკეთებული, ისინი საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ.

Sputnik V ,,ჯანმო”- ს მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.

რუსეთის საინვესტიციო ფონდის მეთაურის, კირილ დიმიტრიევის განცხადებით, მთავარი პრობლემა ვაქცინების აღიარებაა. მისი თქმით, დიდი ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციის ფარგლებში განზრახ ცდილობენ ,,სპუტნიკის“ შეზღუდვას.