იაპონიაში ტრამპის და პუტინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, შეთანხმებულია „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალები. შეხვედრა დაგეგმილია ოსაკაში, 28 ივნისს, 14.00 საათზე, სამიტის პირველი სხდომის შემდეგ. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტების გუნდის წევრებიც. განსახილველი თემები უშაკოვის ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული კონფლიქტები იქნება (სირია, ავღანეთი, უკრაინა, ვენესუელა, აუცილებლად ირანის პრობლემა და სხვა). ამ ცნობას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.