აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 917 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დღემდე სულ 4 745 ადამიანია დაღუპული.
აღსანიშნავია, რომ ლეტალური შემთხვევების რაოდენობით აშშ-ს მხოლოდ იტალია და ესპანეთი უსწრებენ. ინფიცირებულთა რაოდენობით კი ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი და ირანი.