ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ საგანგებო მდგომარეობა 29 აპრილამდე გაახანგრძლივა.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა, კრიზისი სტაბილურდება.
აქვე გუბერნატორმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დასტაბილურება არ უნდა ნიშნავდეს ზედმეტად სწრაფ თავდაჯერებას.
„ეს არის მტერი, რომელიც პირველივე დღიდან სათანადოდ ვერ შევაფასეთ და საკმაოდ ძვირიც დაგვიჯდა“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.
ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 350 000-ს გადააჭარბა და 10 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა. აქ ყველაზე მეტად ნიუ იორკის შტატი დაზარალდა, რომელსაც 130 000-ზე მეტი ინფიცირებული და 5 000-მდე გარდაცვლილი ჰყავს.