ბოლო სამი კვირის მანძილზე სამსახური 16.8 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა. აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ კვირას უმუშევართათვის გამოცხადებულ დახმარებაზე განაცხადი 6.6-მა მილიონმა ადამიანმა შეიტანა, ხოლო იქამდე ორი კვირით ადრე განაცხადთა რაოდენობამ 10 მილიონი შეადგინა.
მედიის ინფორმაციით, მსგავსი მონაცემები აჩვენებს, რომ დაახლოებით 10 ამერიკელიდან ერთი უმუშევარია, რაც 1948 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, ეს რიცხვი 15%-მდე გაიზრდება.