ნიკოლოზ ჩხეიძე-“სადიზმი და სისასტიკე არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს საქართველოს რეალობაში”

“ოცნება”-მ მიიღო სამართლიანი გაფრთხილება იმ ყველა უმოქმედობისათვის და არასწორი ნაბიჯებისათვის რამაც ქვეყანა ამ დღემდე მიიყვანა. ამის პასუხისმგებლიბა ფაქტიურად მთლიანად
“ოცნებაზეა”.

9 წელს 6 წელი მიყვა და ხალხი საზოგადოება გაცილებით მეტს ელოდა, მეტის იმედი ჰქონდა. ხალხის იმედის გაცრუებას მოყვება ის ზუსტად რაც მოხდა. ეს არის ბოლო შანსი რომ საზოგადოებამ მისცეს ხელისუფლებას სიტუაციის შემოტრიალების საშუალება და ძალაუფლება. როგორც კი ეს ისევ დავიწყებას მიეცემა საზოგადოება გამოიტანს თავის განაჩენს 2020-ში.

ყველა მოლოდინშია უკეთესობისკენ სვლის ფართო ნაბიჯებით ახალი სახეებით და პროფესიონალებით. სადიზმი და სისასტიკე არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს საქართველოს რეალობაში. რაც ჩასაბარებია ისტორიას უნდა ჩაბარდეს რეანიმაციის უფლების და უნარის გარეშე. რაც იყო იყო. თუ არ დაამთავრებთ დროულად საბოტაჟნიკურ კოლაბორაციულ კოჰაბიტაციას ხალხი დაამთავრებს. ამას გადაყვება “ოცნებაც” .

ყოველგვარი საგანელიძეების, ბეჟუაშვილების, ჩხარტიშვილებისა და სხვა ბევრის ბოგინი საქართველოში უნდა დამთავრდეს და მათთან ყოველგვარი გარიგება არის დანაშაული.
ის ხალხი ვინც ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარების პროექტებს უნდა ჩამოშირდნენ ხელისუფლებას.

ის ხალხი ვისაც არ გააჩნია გეგმა და ცოდნა თუ როგორ მართოს მისდამი ჩაბარებული საქმე, დეპარტამენტი, სამართველო და ა.ს.შ უნდა წავიდეს.

ის ხალხი ვინც ორიენტირებულია საკუთარ გამდიდრებაზე და არა საზოგადოების ინტერესებზე – უნდა წავიდეს. საქართველო სავსეა ახალგაზრდა და ძველგაზრდა თავისი საქმის პროფესიონალებით. ასევე ემიგრაციაც. კარგად მოიძიეთ და იპოვით.

გამოზარდეთ საკუთარი ახალი კადრები, გაუშვით საზღვარგარეთ და შექმენით ახალი სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიციური თაობა. დახარჯეთ ფული მათ განათლებაში! მაგის გარეშე წინ ვერ წავალთ. უკან დაბრუნდებიან პროფესიონალებად და თავისი საქმის ოსტატებად.

პარლამენტში ნუ შეყრით სახეებს – დააკომპლექტეთ კანონმდებლებით და არა ცალკეული ჯგუფების ლობისტებით. პარლამენტი დაამგვანეთ პარლამენტს და ნუ უკეთებთ დისკრედიტაციას საკანონმდებლო ორგანოს. მიიღეთ დაჩქარებული წესით კანონები რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, ბუსუსებიანი პრეზერვატივების საკითხი გადადეთ მეასედ პლანზე და აკეთეთ საქმე კომისიებში.

ის საქმეები რაც საზოგადოების მაღალ ინტერესს იმსახურებენ განსაკუთრებული მონდომებით გამოიძიეთ და არაპროფესიონალებს ნუ მიანდობთ ვინც საკუთარი ფუნქციის და მოვალეობის განმარტება უჭირს. ნუ აღიზიანებთ ხალხს. თუ მაჩალიკაშვილი კავშირშია ტერორიზმთან ერთხელ და სამუდამოდ თქვით და დაასაბუთეთ. თუ არადა მიიღეთ ზომები დამნაშავეები დაისაჯონ. სარალიძის საქმე დაასრულეთ , გახარია შენი პიროვნული და პროფესიული თავმოყვარეობის ამბავია ბოლო ბოლო. ნუ გადააყოლეთ ხელისუფლება უვიც და ხელის დამფარებელ პროკურორებს. გადაყვებით მაგ ამბავს. ყველას მოგვბეზრდა ეს უკვე პოლიტიზირებული თეატრი,რა გახდა? რა ვერ გამოიძიეთ? თუ ვეღარ იძიებთ განმარტეთ რატომ და რაა მიზეზი?! რამდენი ხანი უნდა წელოთ და მიიღოთ კარვები პარლამენტთან.

ისწავლეთ საუბარი ხალხთან. რომ დალაპარაკებიდით თავის დროზე სარალიძეს ადამიანურად ამას არ მიიღებდით. გამოიტანეთ დასკვნნები გაანალიზეთ შეცდომები. ნუ იმეორებთ ერთს მეორეზე.

მეჩითოვს პასუხი გაეცით თქვენ და ნუ აძლევთ პრეროგატივას და უპირატესობას გვარამიას. მას ისევე ანაღვლებს 9 აპრილი როგორც ამაზონის ტყეების გაჩეხვა მაგრამ დაგასწროთ! გამოდით და იფიციალურად გააჟღერეთ თქვენი პოზიცია 9 აპრილზე. ეს პრინციპული საკითხია რაკიღა მეჩითოვი ოცნების მხარდამჭერის სიმბოლოდ წარმოაჩინეს ნაცმოძრაობამ რაც თავისთავად ტყუილია. დასაგმობი უნდა დაიგმოს.

ნაცმოძრაობის ფეიკებს საკუთარ ფეიკებს ნუ შეაგებებთ – ებრძოლეთ სიმართლით.

თავად გაერკვიეთ იმაში რა სიკეთეც გააკეთეთ 6 წლის მანძილზე – ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თავადაც არ იცით. სადაა ამსახველი კლიპები, ციფრები, სტატისტიკა? რატომ არ აკეთებთ სოციალურ ვიდეო კლიპებს რა გაკეთდა?! რას ელოდებით თუ თავად დაიჯერეთ რასაც ნაცები იძახიან “ხალხი გაღარიბდა”? არ გაღარიბებულა ხალხი – ამოიღეთ გაეროს, მსოფლიო ბანკი და ფაოსის მონაცემები! წაიკითხეთ და გააგებინეთ ხალხსაც. ისიც გააგებინეთ რატომ არ ეტყობა მსახლეობას ეს ყველაფერი ( ბსნკის ვალები)

მიხედეთ ლარს და ფასებს. აუთვისებელ ფონდებს მიხედეთ ძალიან ბევრია. ლარს დაარტყავს და ისევ გაგივარდებათ და დაგამხობთ ხალხი თავზე. მოკლედ გაინძერით და საქმე გამოასწორეთ.

აქვეყნებს facebook-ზე, აშშ-ში ასოციაცია “თვისტომი”-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე.