,,ამერიკაშიც ისეთივე გმირი ქართველი მედიკები გვყავს “ ✔️ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბებული კრიზის-ცენტრის მუშაობაზე და დაინფიცირებული ქართველების მდგომარეობაზე მოგახსენებთ .კრიზის-ცენტრს ამჟამად აღრიცხვაზე 80 ქართველი პაციენტი ჰყავს, აქედან 5 მძიმეა და ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 75 კი საშუალოდ მძიმე. ჩვენი გუნდი ქართველ მედიკებთან 24 საათის განმამავლობაში ისევე გმირულად იბრძვიან ამერიკაში, როგორც საქართველოში ადგილობრივი ექიმები:
-„ამერიკაში მდგომარეობა ყოველ დღე მძიმდება. ჩვენ გვყავს 3 მობილური ჯგუფი, ცხელ ხაზზე მომუშავე პირები მობილური ჯგუფები პირველივე დღიდან აწვდიან ინფიცირებულებს წამლებს პროდუქტებს და სხვა საჭირო ნივთებს. ასევე, გადაჰყავთ ექიმები ოჯახებში პაციენტებთან. თითო მობილურ ჯგუფს 10 გამოძახება მაინც აქვს დღეში. ვფიქრობთ, შემდგომ დღეებში რაოდენობა გაიზრდება, რადგან მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ქართველი მედიკები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ პაციენტების მდგომარეობას და ბინაზე მკურნალობას. ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკული კრიზის-ცენტრის გუნდს მედიკებს თავდაუზოგავი, უანგარო შრომისთვის, რათა დახმარება გაუწიონ ჩვენს თანამემამულეებს ამერიკაში. მინდა ყველა იცნობდეს მათ სახელებს. ესენი არიან: მაკა შავლელიშვილი, ნინო ჩეხოშვილი, მაკა ქავთარაძე, ნათია ფურცხვანიძე, ნინო ქავთარაძე, დავით არველაძე, ომარ ჩუბინიძე. მადლობა ყველა იმ ქართველის სახელით, ვინც მათი წყალობით სიკვდილს გადაურჩა და ვინც ამჟამად ებრძვის ამ მძიმე სენს. მინდა ყველამ გაიგოს, რომ აქაც ისეთივე გმირი ექიმები გვყავს, როგორც საქართველოში“