მაშინ როცა აშშ-ში, პირველად ისტორიაში ყველა შტატი გამოცხადდა უბედურების ზონად, ამ პერიოდში აქტიურად ფუნქციონირებს კრიზის ცენტრი, რომელიც საქართელოს მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმენა, ქართული დიასპორის საერთაშორისო კუალიციის მიერ, რომლის დამფუძნებლებიც არიან ნიკოლოზ ჩხეიძე, ინაა ასანიძე, თეა კანდელაკი, გოგა მამფორია, ელიზა აბელაშვილი, კრიზის ცენტრში შექმნილია და მოქმედებს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის წევრებიც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გვერდში უდგანან და ეხმარებიან ჩვენ თანამემამულებს, აშშ-ში კრიზის ცენტრის შექმნის დღიდან, ცენტრმა ათეულობით საქართველოს მოქალაქის დახმარება შესძლო მედიკამენტებით, ჰიგიენური საშვალებებით, საკვები პროდუქტებით… ასევე ჯგუფმა შესძლო სახლის პირობებში მოენახულებინათ და ემკურნალად ათეულობით ინფიცირებულთათვის. აშშ-ში, ამ კრიზისულ პერიოდში როდესაც ჰოსპიტალებში პანდემიის გამო, ადგილები აღარ არის პაციეტის მისაღებად, როდესაც ამერიკის მთავრობა სხვადასხვა ტერიტორიებს იყენებს ჰოსპიტალების მოსაწყობად, “კრიზის ჯგუფმა” მოახერხა საქართველოს მოქალაქეების ჰოსპიტალებში გადაყვანა და მეთვალყურეპობა. რამაც საბედნიეროდ არაერთი კარგი შედეგი გამოიღო და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენ თანამემამულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკეთესობისკენ შეცვალა.
კრიზის ცენტრი ამერიკა რომელიც საქართველს მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა, კვლავ 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ვისაც სურვილი ექნებათ დაეხმაროთ კრიზის ცენტრს, გადმორიცხონ თანხები როგორც აშშ-დან ასევე სხვა ქვეყნებიდან, ამისათვის გახსნილია კრიზის შემოწირულობის ანგარიშირი.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმარით კრიზის ცენტრს და გადარიცხოთ თანხა როგორც go fond me-ის საშვალებით ასევე საბანკო გადარიცხვით.