“სიმპტომების არანაირი გაუმჯობესება არ აღინიშნებოდა, სანამ არ დავუკავშირდით Crisis Center-USA”

მანანა კაჭახიძე: აქამდე ვიფიქრე არ დავწერ ჯერ კარგად გამოჯანმრთელდესთქო… რადგან გუშინ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გამოეწერა კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში… ქალ. ნათია ფურცხვანიძე, ნინო ჩეხოშვილი, ეკატერინე იაშვილი, ქეთი შავლიაშვილი, ინა ასანიძე, ბატ. ნოკოლოზ ჩხეიძე და მთლიანად Crisis Center USA ყველა წევრს.


მოკლედ ეს ნუგზარის ეხება , მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ივლისის თვიდან ნიუ იორკში ვცხოვრობთ… რამოდენიმე კვირის წინ მან ფარინგიტით (ყელის ტკივლით), მიმართა ოჯახის ექიმს და მხოლოდ სავლები სითხეები დაუნიშნეს. ამის შემდეგ მას დაეწყო დაბალი ტემპერატურები 37,5 C; საერთო სისუსტე, რასაც თან დაერთო გემოს გაუარესება და ჭამის მადის დაკარგვა; თავდაპირველად ქუთაისის პროფესორ ინფექციონისტთან შედგა სატელოფონო კონსულტაცია და მოგვეცა დანიშნულება-ამისათვის ქალ. დარეჯან ხაჭაპურიძეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო), თუმცა ყველა პრეპარატის სრულად შეძენა ვერ მოხერხდა რეცეპტის ინგლისურ ენაზე არ ქონის გამო… მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა (ანტიბიოტიკოთერაპია აზიტრომიცინით) ტემპერატურული რეაქცია გრძელდებოდა და კიდევ უფრო იმატებდა, ამიტომ მივმართეთ რამოდენიმე საავადმყოფოს და ასევე საჭირო გახდა რამოდენიმეჯერ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, სადაც სატურაციის ანუ ჟანგბადით გაჯერების ნორმის ფარგლები არსებობის გამო და კიდევ რამოდენიმე სიპტომის გათვალისწინებით მდგომარეობა ფასდებოდა მსუბუქად და არ საჭიროებდა ტესტირებას ვირუსზე და ჰოსპიტალიზაციას. მინდა ავღნიშნო, რომ რადგან ტემპერატურული რეაქცია მე-9 დღე გრძელდებოდა და არანაირი გაუმჯობესება არ აღინიშნებოდა, დავუკავშირდით Crisis Center USA 👏, რომელთა მოძიება მოხერხდა სოციალურ ქსელში, მათი დიდი ძალისხმევით მოხერხდა თავდაპრველად ბინზე გასინჯვა და შემდეგ პნევმონიის დიაგნოზით გადაყვანა პელსილვანიაში ერთ-ერთ Doylestow, სადაც მას ჩაუტარდა სრული კლინიკო-ლაბორატორილი კვლევა და მკურნალობა და აღმოჩნდა, რომ მას უკვე გადატანილი ჰქონდა კორონა ვირუსი. კრიზისის ცენტრი ამ პერიოდში სანამ მარტო ვიმყოფებოდი მეხმარებოდა, როგორც მედიკამენტებით ასევე საკვები პროდუქტებით🙏👏 მადლობა მათ მინდა არაერთხელ გადავუხადო და ვუთხრა, რომ ისინი არიან გმირები, რადგან ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ძალიან დიდი საფრთხის მიუხედავად დგანან ყოველი ქართველის გვერდით და მათ გაჭირვებაში მყოფთ უანგაროთ ეხმარბიან.🙏🙏🙏