საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები…

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts მიერ წარდგენილი პროექტის “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”-ის პარტნიორი.
პროექტი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამით „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში ხორციელდება.
2 ოქტომებრს 20:00 სთ (საქართველოს დროით) ზუმის აპლიკაციის მეშვეობით მოეწყობა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში.
ონლაინ ექსკურსია და შეხვედრა-დისკუსია, როგორც პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის მოსწავლეებისთვის ასევე ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის, მათი მშობლებისთვის და საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის. (ზუმის ლინკი https://zoom.us/j/98141633727 )
გამოფენის ფარგლებში აუდიტორიას უმასპინძლებენ: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ზაალ აბაშიძე და საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი, ნესტან ბაგაური Nestan Bagauri. აუდიტორიას მიესალმება, ასევე, დიასპორული ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ჰოლანდიაში მცხოვრები ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო Tika Svanidze Vancko (მისი ინიციატივით ფუნქციონირებს ონლაინსკოლა „გაკვეთილები საზღვრებს გარეშე“).