ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია – „ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რეალობა და გამოწვევები“.
ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში“ 2020 წლის 21 აგვისტოს გეგმავს ჩაატაროს ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 20 აგვისტოს ჩათვლით, მითითებულ ბმულზე : რეგისტრაციის ფორმა.
სარეგისტრაციო ფორმის შევსება სავალდებულოა!
სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითეთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
კონფერენციის მიზანია დიასპორული ორგანიზაციების ერთმანეთთან თანამშრომლობის ხელშეწყობა , დიასპორული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ კონფერენცია ზუმის აპლიკაციით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები მომხსენებლების, მსმენელების და მოწვეული სტუმრების სტატუსით.