ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტებზე დასწრების წინააღმდეგ. ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა, ალბიო საირესმა განაცხადა.
„რეზოლუცია No 546, რომელიც ინიცირებული იყო კონგრესმენ ალბიო საირესის მიერ, გმობს რუსეთის მოწვევას „დიდი შვიდიანის“ მომდევნო სამიტებზე, მანამ, სანამ ის პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და უგულებელყოფს დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთი „დიდი რვიანის“ ქვეყნებიდან 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიული ქმედებების შემდეგ გარიცხეს.