ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას დათანხმდა.
შესაბამისად, 99 ხმით 44-ის წინააღმდეგ, საკითხი დადებითად გადაწყდა. თავი 7-მა დეპუტატმა შეიკავა.
ასამბლეა დათანხმდა რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას და იმას, რომ დაუბრუნდეს რუსეთის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას, ვიდრე საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა რუსეთში ვიზიტის შედეგად არ იქნება წარმოდგენილი მონიტორინგის მოხსენება რუსეთთან დაკავშირებით.