დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, 10 დღე გავიდა, რაც ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ინფექციის სიმტომები კვლავ აღენიშნება. ბორის ჯონსონს ტესტს ჩაუტარებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.მათივე ინფორმაციით, ეს ფასდება როგორც გამაფრთხილებელი ნაბიჯი, რომელიც მიღებულია მისი ექიმის მიერ.
ბორის ჯონსონი კვლავაც პასუხისმგებელია მთავრობის მუშაობაზე და მოუწოდებს ადამიანებს, გაითვალისწინონ მისი რჩევა სოციალური დისტანციის თაობაზე.