მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,300,000 -ს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, Covid -19 დაუფიქსირდა ჯამში 1,312,428 ადამიანს; ვირუსით გარდაიცვალა 72,636 პაციენტი.
კრიტიკულ მდგომარეობაშია ინფიცირებულთა 5% – 46 000-ზე მეტი ადამიანი. ვირუსისგან ჯამში 275,060 ადამიანი განიკურა. ყველაზე მეტი – თითქმის 350 000 ინფიცირებული ჰყავს ამერიკას, შემდეგ ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს და ჩინეთს. ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას და ესპანეთს. ყველაზე მეტი -77,078 პაციენტი ჩინეთში გამოჯანმრთელდა.