პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს ,,კრიზის ცენტრი – ამერიკა”, რომელიც დახმარებას უწევს ქართველ ემიგრანტებს, მოხალისე მედიკოსთა გუნდი გვერდით უდგას თითოეულ მათგანს. სახლის პირობებში სწორად მიმართული მკურნალობით და 24 საათიანი მონიტორინგით, არაერთი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე იხსნეს მათ. ამიტომ, სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ კრიზის ცენტრის თითოეული ექიმი, თუ მათი დამხმარე მედპერსონალი, ისევე გმირულად იბრძვიან ამერიკაში თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის, როგორც ქართველი ექიმები საქართველოში, – თითოეული თავისი მოქალაქის გადასარჩენად. პირადად მე, როგორც ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, როგორც კრიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მადლობას ვუხდი ჩვენს მედიკოსებს უანგარო და თავდაუზოგავი შრომისთვის. Crisis Center USA / კრიზის ცენტრი – ამერიკა დამფუძნებლის Nikoloz Chkheidze ხელმძღვანელობით Keti Shavliashvili Nino Mikaberidze Ekaterine Iashvili Nino Chekhoshvili Nino Kav Eka Shergelashvili Ciu Qitiashvili Natia Purtskhvanidze Soso Chaligava Nana Amkoladze Grigol Adeishvili Nino Kvijinadze მაიკლ თავდი👏👏👏,. უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ჩემგან, თითოეული იმ ემიგრანტის სახელით, რომელთაც თქვენ იმედად მოევლინეთ და ქართული სითბოთი დააძლევინეთ უხილავი მტრის შიში. ❤️ ურთულეს პერიოდში საინტერესო იყო თქვენთან მუშაობა. ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით. მეიმედებით. როგორც საქართველოში, ამერიკაშიც – ჩვენ გმირი ქართველი ექიმები გვყავს!!!
P.S წერილს ავტორი, კრიზიც ცენტრის თანადამფუძნებელი, ინნა ასანიძე.