მწერალი და უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე კიდევ ერთხელ ამხელს რუსედთან მჭიდრო კავშირებში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში.
„დაახლოებით ერთი წლის წინათ ბესედამ და მისმა განყოფილებამ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მოკავშირეების დაფინანსება დაიწყეს უკრაინასა და საქართველოში“, – ამის შესახებ პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„სერგეი ბესედა არის ФСБ-ს მე-5 განყოფილების „ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის“ ყოფილი უფროსი! 2008- 2010 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა დესტაბილიზაციისა და სეპარატიზმის ხელშეწყობის რამდენიმე პროექტს საქართველოში. მათ შორის, 2011 წლის მოვლენების წინ აწარმოებდა მოლაპარაკებას ირაკლი ოქრუაშვილთან, როდესაც იგეგმებოდა „უამრავი ქაოსური“ სიტუაციის შექმნა საქართველოში.
ბესედა ФСБ-ს უფროსის ალექსანდრე ბორტნიკოვის მარჯვენა ხელია და ახლა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა.
დაახლოებით ერთი წლის წინათ ბესედამ და მისმა განყოფილებამ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მისი პოლიტიკური მოკავშირეების დაფინანსება დაიწყეს უკრაინასა და საქართველოში. როგორც ჩემთვის ცნობილია, პირველმა ასეთმა დახმარებამ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ ყურადღება ისევ საქართველოზე გადმოვიდა. რა თქმა უნდა, „ვნეშტორგსერვისის“ გამოგზავნილი თანხების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე პირი ფლობს და ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი აქციაზე გულუბრყვილოდ მისული პატიოსანი მოქალაქეებისთვის. მიხეილ სააკაშვილთან და „რევოლუციური პროცესების“ სხვა ლიდერებთან კომუნიკაცია სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. გენერალი ბესედა პროცესებს ისე მართავს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს რუსული კვალი“, – აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.
https://www.youtube.com/watch?v=X6nZF0MOAcU&list=PLN3mIXqYLHM1jRuivui-LE0goPincnNE_